ქართველ ძალოსანთა 2 ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატიდან


ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში საქართველოს ნაკრების წევრებმა 2 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს.

მე-3 საპრიზო ადგილები რაულ ცირეკიძემ (85 კგ) და დავით გოგიამ (105 კგ) დაიკავეს.

2012 წლის ევროპის ჩემპიონმა – რაულ ცირეკიძემ, ამჯერად ორჭიდის შარშანდელი შედეგი 5 კილოგრამით გააუმჯობესა, მაგრამ ეს მხოლოდ ბრინჯაოდ მოსაპოვებლად აღმოჩნდა საკმარისი, ცირეკიძემ ჯამში 370 კგ (165+205) დაიმორჩილა.

დავით გოგიამ ორჭიდის ჯამში 401 კილოგრამი (183+218) დააგროვა. აღსანიშნავია, რომ გოგიამ პირველ მოძრაობაში – ატაცში სამივე ცდა გამოიყენა (177, 181 და 183) და მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ქართველ ძალოსანთაგან ტირანაში ვაჟა ღონღაძე (94 კგ), ალბერტ კუზილოვი (105 კგ),  და ირაკლი თურმანიძეც (+105 კგ) გამოვიდნენ,  თუმცა უშედეგოდ, მათგან ყველაზე ახლოს საპრიზო სამეულს ირაკლი თურმანიძე მიუახლოვდა, რომელმაც 412 კგ (192+220) ასწია და მე-4 ადგილზე გავიდა.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

დატოვეთ კომენტარი