ქართველ ძიუდოისტთა 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატიდან


საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ტრიუმფალური შედეგი აჩვენა.

ქართველმა ძიუდოისტებმა ჯამში 3 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, რაც საუკეთესო შედეგია ეროვნული ნაკრების არსებობის მანძილზე.

ევროპის ჩემპიონები ამირან პაპინაშვილი (60 კგ.) ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ.) და ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ.) გახდნენ, ვერცხლს მედლები მოიპოვეს ნუგზარ ტატალაშვილმა (73 კგ), ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ.) და ადამ ოქრუაშვილმა (+100), ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი ზებედა რეხვიაშვილი (73 კგ) გახდა.

ამ შედეგით, საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე

-60კგ – ამირან პაპინაშვილი
-66კგ – ლაშა შავდათუაშვილი
-73კგ – ზებედა რეხვიაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი
-81კგ – ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური
-90კგ – ვარლამ ლიპარტელიანი
-100კგ – დავით ლორიაშვილი
+100კგ – ადამ ოქრუაშვილი

მთავარი მწვრთნელი – ირაკლი უზნაძე
მწვრთნელები- გიორგი ვაზაგაშვილი, დავით ასუმბანი

ძიუდო. ევროპის ჩემპიონატი. ბუდაპეშტი
კაცები

25-27 აპრილი

60 კგ

1 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)
2 ლუდოვიკ ჩამარტინი (შვეიცარია)
3 არტემ არშანსკი (ისრაელი)
3 ეშლი მაკკენზი (ბრიტანეთი)

66 კგ

1 ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)
2 კამალ ხან-მაგომედოვი (რუსეთი)
3 დიმიტრი დრაგინი (საფრანგეთი)
3 დავიდ ლაროში (საფრანგეთი)

73 კგ

1 როკ დრაკშიჩი (სლოვენია)
2 ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო)
3 ზებედა რეხვიაშვილი (საქართველო)

3 პიერ დუპრა (საფრანგეთი)

81 კგ

1 ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო)
2 ტომისლავ მარიანოვიჩი (ხორვატია)
3 ჟოაკიმ ბოტიე (ბელგია)
3 ლუის პიეტრი (საფრანგეთი)
5 ლევან წიკლაური (საქართველო)

90 კგ

1 კირილ დენისოვი (რუსეთი)
2 ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო)

3 კირილ ვოპროსოვი (რუსეთი)
3 კაროლის ბაუზა (ლიტვა)

100 კგ

1 ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი)
2 ჰენკ ხროლი (ჰოლანდია)
3 ევგენის ბოროდავკო (ლატვია)
3 სირილ მარე (საფრანგეთი)

+100 კგ

1 ტედი რინერი (საფრანგეთი)
2 ადამ ოქრუაშვილი (საქართველო)

3 ბარნა ბორი (უნგრეთი)
3 ჟან-სებასტიან ბონვუასინი (საფრანგეთი)

 გუნდური ჩათვლა. კაცები

                                      ო     ვ     ბ     V     VII

1 საქართველო        3     3     1     1     0

2 რუსეთი              1      1      1      3      2

3 საფრანგეთი         1      0      6      0      0

4 სლოვენია            1      0      0      1      0

5 ჩეხეთი                  1      0      0      0      1

6 ჰოლანდია            0      1      0      0      1

7 ხორვატია            0      1      0      0      0

7 შვეიცარია           0      1      0      0      0

9 ბელგია                0      0      1      1      1

9 ისრაელი             0      0      1      1      1

დატოვეთ კომენტარი