ქორქია მიხეილ


მიხეილ ქორქიაქორქია მიხეილ. 10.09.1948, ქუთაისი _ 08.02.2004, თბილისი. კალათბურთი (196 სმ). თამაშობდა თბილისის “დინამოსა” (1965-79) და სსრ კავშირის ნაკრებში (1971-77). XX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1972, მიუნხენი), XXI ოლიმპიადის მესამე პრიზიორი (1976, მონრეალი), ევროპის ჩემპიონი (1971) და ორგზის მეორე პრიზიორი (1975, 77), სსრკ ჩემპიონი (1968) და მეორე პრიზიორი (1969), სსრკ თასის მფლობელი (1969). ქუთაისის “ტორპედოს” ფეხბურთელთა გუნდის ერთ-ერთი მეპატრონე და მისი პრეზიდენტი (1998-იდან). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ღირსებისა და გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი.

დატოვეთ კომენტარი