ქორქია ოთარ


ქორქია ოთარ. 10.05.1923, ქუთაისი _12.03. 2005, თბილისი. კალათბურთი (190 სმ). თამაშობდა ქუთაისის “დინამოში” (1943-46), თბილისის “დინამოში” (1947-58), იყო სსრკ ნაკრების წევრი (1947-55) და მისი კაპიტანი (1953-55). 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი, ევროპის სამგზის ჩემპიონი (1947, 51, 53) და მესამე პრიზიორი (1955), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1950, 53, 54), მეორე (1947) და ორგზის მესამე (1948, 52) პრიზიორი, სსრკ თასის ორგზის მფლობელი (1949, 50), სსრკ ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე (1952). სსრკ ახალგაზრდული ნაკრების (1958-62), თბილისის “დინამოს” (1962-67), კამბოჯის ქალთა და კაცთა ეროვნული გუნდების (1968-70) მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით თბილისის “დინამომ” ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი მოიპოვა (1962). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის და ღირსების ორდენების კავალერი.

დატოვეთ კომენტარი