შავგულიძე შოთა


შავგულიძე შოთა. 10.03.1912, გალი _ 22.01.1963, თბილისი. ფეხბურთი, მცველი. თამაშობდა თბილისის “დინამოში” (1931-40). სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 85 მატჩი. სსრკ ჩემპიონატების მეორე (1939, 40) და მესამე (1936 შემოდგომა) პრიზიორი. სსრკ თასის გათამაშების ფინალისტი (1936, 37). იყო თბილისის “დინამოს” გუნდის უფროსი (1961-62) და თბილისის “დინამოს” სტადიონის დირექტორი (1947-61, 1962). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.

დატოვეთ კომენტარი