შალიბაშვილი სერგო


შალიბაშვილი სერგო. დაიბადა 22.06.1962, თბილისი – 16.07.1983, ედმონტონი (კანადა). წყალში ხტომა. სსრკ ჩემპიონი (1980) და მესამე პრიზიორი (1979), სსრკ თასის სამგზის მფლობელი (1978-80), ევროპის იუნიორთა ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1978), საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. დაიღუპა მსოფლიო უნივერსიადაზე შეჯიბრებისას მიღებული ტრამვით. 1983 წელს, გარდაცვალების შემდეგ დაჯილდოვდა ოლიმპიური ორდენით.

დატოვეთ კომენტარი