მისია

  • ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარება; სპორტული სულის აღორძინება, ოლიმპიური საწყისების – პაექრობის და ზნეობრივად სრულყოფილი დაპირისპირების უძველესი, საერთო ადამიანური ღირებულებების აღდგენა.

 

  • მოსახლეობის ჩართულობა სპორტში და ფიზიკურ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში.

 

  • ოლიმპიური იდეების განხორციელება; ოლიმპიური ფასეულობების    პოპულარიზაცია;

 

  • სპორტსმენებს შორის, სპორტმენსა და საზოგადოებას შორის ჯანსაღი ურთიერთობების ფორმირებისათვის ხელშეწყობა; ქართველ ოლიმპიელთა თანამშრომლობა ქვეყნის ყველა სპორტულ ძალასთან ოლიმპიადისა და სპორტული იდეის  პროგრესისა და განვითარებისთვის.

 

  • ინფორმაციის მიწოდება, როგორც მთლიანად საზოგადოებისა, აგრეთვე მოსწავლე ახალგაზრდობისათვის საკუთრივ სპორტში არსებულ და არაჯანსაღი ცხოვრების წესიდან გამომდინარე საფრთხეების შესახებ;

 

  • საცნობარო და სხვა სახის სპორტული ლიტერატურის გამოცემა, ინფორმაციის მიწოდება პრესისა და ტელევიზიისათვის.