ცხოვრებოვი გურამ


ცხოვრებოვი გურამ. 14.07.1938, სტალინირი (ახლანდ. ცხინვალი) _ 1998, იქვე. ფეხბურთი, მცველი. თამაშობდა თბილისის “დინამოში” (1957, 64-70), ქუთაისის “ტორპედოსა” (1958-63) და რუსთავის “მეტალურგში” (1971). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 7 მატჩი, სსრკ უმაღლეს ლიგაში _ 208 (6 გოლი). სსრკ ჩემპიონი (1964), მესამე პრიზიორი (1967) და თასის გათამაშების ფინალისტი (1970). იყო ცხინვალის “სპარტაკის” მთავარი მწვრთნელი (1973-74). ღირსების ორდენის კავალერი. დაკრძალულია სოფელ ტბეთში.

დატოვეთ კომენტარი