ძიუდოისტების 1 ოქრო, 2 ბრინჯაო და გუნდური პირველობა


სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა 1 ოქროს, 2 ბრინჯაოს მედალი და გუნდური პირველობა მოიპოვეს. მსოფლიო ჩემპიონი თანატოლებს შორის ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) გახდა, რომელმაც 5 შეხვედრა მოიგო და ოქროს მედალი მოიპოვა.

-90კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ღვინიაშვილმა ფინალურ დაპირისპირებაში ყაზახეთის წარმომადგენელი წმინდა გამარჯვებით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ერთი თვის წინ ბოსნიაში ბექა ღვინიაშვილმა ევროპის ჩემპიონატიც მოიგო. ბრინჯაოს მედლის მფლობელები მძიმეწონოსანი ლევან მატიაშვილი (+ 100 კგ) და ლერი ჭელიძე (55 კგ) გახდნენ.

judo geoსაქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ახალგაზრდა ქართველებმა ფინალში საბერძნეთის გუნდს 4:1 სძლიეს.

გუნდური შეჯიბრის პირველ წრეში ქართველმა ძიუდოისტებმა რუსეთის ნაკრები 3-2 დაამარცხეს. შემდეგ მეოთხედფინალში 5-0 სძლიეს მონღოლეთის ნაკრებს, ხოლო ნახევარფინალში ასეთივე ანგარიშით – სლოვენიელ თანატოლებს.

მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის წლეულს პირველად ჩატარდა. მესამე ადგილებზე გავიდნენ იაპონიისა და უკრაინის ნაკრებები.

აღსანიშნავია, რომ ორიოდე თვის წინ  რიო-დე-ჟანეიროში  მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმაც მოიგო, როდესაც ფინალში რუსეთი დაამარცხა. ამჯერად მსოფლიოს ჩემპიონები უკვე ახალგაზრდა ძიუდოისტები გახდნენ.

საქართველოს ახალაგზრდა ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა

-55კგ – ლერი ჭელიძე
-66კგ – გელა კელიხაშვილი
-73კგ – ლევან გუგავა, ფრიდონ გიგანი
-81კგ – ბექა დონღვანი
-90კგ – ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ტაველური
-100კგ – გურამ თუშიშვილი
+100კგ – ლევან მატიაშვილი, გიორგი ზაქარიაძე
მთავარი მწვრთნელი -
გიორგი გუგავა
მწვრთნელები:
გურამ მოდებაძე, ბიძინა მოხევიშვილი

დატოვეთ კომენტარი