ხაბელოვი ლერი


ხაბელოვი ლერი. დაიბადა 05.07.1964, თბილისი. თავისუფალი ჭიდაობა (100 კგ). 1993-96 წლებში გამოდიოდა რუსეთის სახელით. XXV ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1992, ბარსელონა), XXIV ოლიმპიადის მეორე პრიზიორი (1988, სეული), XXVI ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1996, ატლანტა – ტრავმის გამო მესამე წრიდან გამოეთიშა შეჯიბრებას. საბოლოოდ – XIV ადგილი). მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (1985, 87, 90, 91, 93) და მესამე პრიზიორი (1995), ევროპის ოთხგზის ჩემპიონი (1985, 87, 88, 92), მსოფლიოს თასის მფლობელი (1991), მსოფლიოს ჩემპიონი ჭაბუკებსა (1982) და ახალგაზრდებს (1983) შორის, სსრკ სამგზის ჩემპიონი (1985, 87, 88) და მეორე პრიზიორი (1990), სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის ჩემპიონი (1986). თბილისის საერთაშორისო ტურნირში ექვსგზის გამარჯვებული (1985-90), გერმანიის, ბულგარეთისა და პოლონეთის საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1987). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი (2000-04) და პირველი ვიცე-პრეზიდენტი (2004-იდან), საქართველოს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (1998-04). ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი.

დატოვეთ კომენტარი