ხინჩაგაშვილი შოთა


ხინჩაგაშვილი შოთა. დაიბადა 10.12.1951, დუშეთი. ფეხბურთი, მცველი თამაშობდა რუსთავის “მეტალურგსა” (1968-69) და თბილისის “დინამოში” (1970-82). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 11 მატჩი, სსრკ უმაღლეს ლიგაში – 241. სსრკ ჩემპიონი (1978), მეორე (1977) და მესამე (1971, 76 გაზაფხული, 76 შემოდგომა, 81) პრიზიორი. სსრკ თასის მფლობელი (1976, 79) და ფინალისტი (1970, 80). ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვებული (1981). იყო თბილისის “დინამოს” გუნდის უფროსი (1986). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების ორდენის კავალერი.

დატოვეთ კომენტარი