ჯაფარიძე ალექსანდრე (ალიოშა)


ჯაფარიძე ალექსანდრე (ალიოშა). 20.02.1899, ხრეითი, ჭიათურა _ 12.10.1945, მწვერვალი უშბა. ალპინიზმი. ქართული ალპინისტური სკოლის ერთ-ერთი შემქმნელი. პამირისა და კავკასიონის მწვერვალებზე შესრულებული აქვს 100-ზე მეტი სპორტული ასვლა, რომელთაგან საეტაპო იყო ასვლები თეთნულდზე (1930), უშბაზე (1934), უსახელო მწვერვალზე პამირში (1936), პირველი ზამთრის ასვლა უშბაზე (1943), ცენტრალური კავკასიონის მცირე (1938) და დიდი ტრავერსი (1940). საქართველოს ალპური კლუბის დამაარსებელი (1936), ამიერკავკასიაში ალპინისტური მოძრაობის ორგანიზატორი. საქართველოს სამთო-სამაშველო სამსახურის უფროსი, საკვალიფიკაციო კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს ალპური კლუბის თავმჯდომარე (1936-1940; 1943-1945). მინიჭებული ჰქონდა ”პამირის გმირის” წოდება. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, მთამსვლელობაზე დაწერილი ხუთი წიგნის ავტორი. მისი სახელი მიენიჭა საქართველოს ალპურ კლუბს (1945), მწვერვალებს პამირსა და კავკასიონზე.

3 კომენტარი სტატიაზე: ჯაფარიძე ალექსანდრე (ალიოშა)

  1. ივანე ჯაფარიძე says:

    ამ ფოტოზე არიან ძმები ალექსანდრე (ალიოშა) და სიმონ (მარჯვნივ) ჯაფარიძეები. შუაში იყო მათი უახლოესი მეგობარი ცნობილი გეოგრაფი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე დავით დონდუა. თუ ალიოშა ჯაფარიძის ფოტო ცალკე არ გაქვთ შემეხმიანეთ და გამოგიგზავნით.

  2. ივანე ჯაფარიძე says:

    ფოტოზე წინა პლანზე ალიოშა ჯაფარიძეა, უკან მისი უფროსი ძმა სიმონ ჯაფარიძე

დატოვეთ კომენტარი