ჰილარი ედმუნდ


ჰილარი ედმუნდ (ახალი ზელანდია). დაიბადა 20.07.1919, ტუაკაუ. ალპინიზმი. პირველი მთამსვლელი მსოფლიოში, რომელიც ჯომოლუნგმაზე ავიდა. მან 1953 წლის 29 მარტს შერპ ტენცინგ ნორგეისთან ერთად დაიპყრო დედამიწის უმაღლესი მწვერვალი. (ექსპედიცია ბრიტანელებმა მოაწყვეს). 1953-65 წლებში დაიპყრო კიდევ ათი მწვერვალი ჰიმალაებში. 1958 წელს ბრიტანეთის თანამეგობრობის ტრანსანტარქტიკული ექსპედიციის შემადგენლობაში სამხრეთ პოლუსს მიაღწია. XX საუკუნის 80-იან წლებში იყო ახალი ზელანდიის ელჩი ინდოეთში. დააარსა ჰიმალაების ფონდი, რომლის მიზანია შერპი ხალხის დახმარება. დაჯილდოებულია დიდი ბრიტანეთის, ახალი ზელანდიისა და ნეპალის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოებით. მისი პორტრეტი გამოსახულია ახალზელანდიურ 5-დოლარიან ბანკნოტაზე.

დატოვეთ კომენტარი