Archive for 2010

თევზაობა სპორტული

თევზაობა სპორტული. შეჯიბრება თევზის ჭერაში ანკესით ან მსგავსი საშუალებებით. პროფესიული სპორტული თევზაობა მოიცავს რამდენიმე სახეობას: 1. ტივტივათი თევზაობა _ თევზის ჭერა მდინარეებზე ან დამდგარ წყალში არანაკლებ 1 და არაუმეტეს 8 მ სიღრმეზე ტივტივიანი ანკესით. ერთი რაუნდი გრძელდება 3 საათს. იმარჯვებს ის, ვისი დაჭერილი თევზის წონაც მეტი აღმოჩნდება (1 კილოგრამი 1 ქულად ითვლება); 2. სპინინგით თევზაობა. ამ სახეობაში შედის ორი დისციპლინა: კლასიკური და ”დაიჭირე-გაუშვი”. კლასიკური სპინინგით შეჯიბრება ტარდება ორ კატეგორიაში: ნაპირიდან და ნავიდან თევზაობაში. რაუნდი გრძელდება 4-7 საათს. გამარჯვებულის გამოსავლენად ანგარიშობენ დაჭერილი თევზის წონას (გრამობით). ”დაიჭირე-გაუშვის” კატეგორიაში აკრძალულია კაუჭიანი ანკესის გამოყენება, _ სპორტსმენმა თევზი სპეციალური ბადით უნდა ამოიყვანოს. წაიკითხეთ სრულად…

თედორაძე თენგიზ

თედორაძე თენგიზ. დაიბადა 05.07.1967, ბათუმი. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (90, 100 კგ). მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1993), ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1993), სსრკ ჩემპიონი (1990) და მესამე პრიზიორი (1987). მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1985, 86). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.

თედიაშვილი ლევან

ლევან თედიაშვილითედიაშვილი ლევან. დაიბადა 15.03.1948, საგარეჯო. თავისუფალი ჭიდაობა (82, 90, 100 კგ). XX და XXI ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1972, მიუნხენი და 1976, მონრეალი). მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი: ოთხჯერ _ თავისუფალ ჭიდაობაში (1971, 73, 74, 75), ერთხელ _ სამბოში (1973). წაიკითხეთ სრულად…

თასი ოლიმპიური

თასი ოლიმპიური. დაარსდა კუბერტენის ინიციატივით (1906). თასის ორიგინალი მუდმივად ინახება სოკის მუზეუმში (ლოზანა, შვეიცარია). თასს ანიჭებენ ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორ ქალაქსა და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს. ლაურეატს გადაეცემა ბრინჯაოს ფირფიტა და დიპლომი. სხვადასხვა დროს თასი მიღებული აქვთ მეხიკოს, ჰელსინკის, ლონდონს, პარიზს, აგრეთვე, ბელგიის, არგენტინის, ფინეთისა და სხვა ქვეყნების ოლიმპიურ კომიტეტებს.

თანამედროვე ხუთჭიდი

თანამედროვე ხუთჭიდი. სპორტული მრავალჭიდი. აერთიანებს ხუთ სახეობას: ცხენოსნობას, ფარიკაობას, სროლას, ცურვას და კროსს.

მსოფლიოს ჩემპიონატი კაცთა შორის იმართება 1949 წლიდან, ქალთა შორის _ 1981-იდან; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია: 1912 -იდან _ კაცები, 2000-იდან _ ქალები. ანტიკურ საბერძნეთში ტარდებოდა ასპარეზობა ხუთჭიდში _ პენტათლონში, რომელიც მოიცავდა სირბილს, სიგრძეზე ხტომას, შუბისა და ბადროს ტყორცნას, ჭიდაობას (პირველი შეჯიბრება გაიმართა მე-18 ოლიმპიადაზე, ძვ.წ 708 წელს). თანამედროვე ხუთჭიდი ანტიკური პენტათლონის ერთგვარი ანალოგია. წაიკითხეთ სრულად…

თანამეგობრობის თამაშები

თანამეგობრობის თამაშები. კომპლექსური შეჯიბრება სპორტის სხვადასხვა სახეობაში. მონაწილეობენ ყოფილ ბრიტანეთის იმპერიაში შემავალი ქვეყნების სპორტსმენები. პირველად გაიმართა 1930 წელს ბრიტანეთის იმპერიის თამაშების სახელით. 1954 წლიდან ეწოდებოდა ბრიტანეთის იმპერიისა და თანამეგობრობის თამაშები, 1970-იდან _ ბრიტანეთის თანამეგობრობის თამაშები, 1978-იდან _ თანამეგობრობის თამაშები (Commonwealth Games). წაიკითხეთ სრულად…

თამაშგარე მდგომარეობა

თამაშგარე მდგომარეობა. (იხ. ოფსაიდი)

თავისუფალი ჭიდაობა

თავისუფალი ჭიდაობა. სპორტული ორთაბრძოლის ნაირსახეობა _ ორი მეტოქის შერკინება წესებით ნებადართული ტექნიკური ილეთების გამოყენებით (ჩავლება, გამოკვრა, გდება, ტრიალი და სხვ.).
ევროპის ჩემპიონატი ტარდება 1928 წლიდან, მსოფლიოს ჩემპიონატი _ კაცებში 1951-იდან, ქალებში _ 1989-იდან, ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია 1904-იდან.
ჭიდაობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ამას ადასტურებს არაერთი დოკუმენტური მასალა, არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიული ძეგლი, მსოფლიოს ხალხთა ეპოსი. ჭიდაობის ეროვნულ სახეობათა კვალი მრავალ ქვეყანაშია აღმოჩენილი. წაიკითხეთ სრულად…

თავაძე გიორგი

თავაძე გიორგი. დაიბადა 21.06.1955, ლანჩხუთი. ფეხბურთი, მცველი. თამაშობდა ლანჩხუთის ”გურიაში” (1972-78), თბილისის ”დინამოში” (1979-82), ქუთაისის `”ტორპედოში” (1983-84). სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 76 მატჩი (4 გოლი). სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1981), ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვებული (1981). იყო ლანჩხუთის ”გურიის” მთავარი მწვრთნელი (1996).

ზურებიანი გოჯი

ზურებიანი გოჯი. 1906, მულახი _ 1975, იქვე. ალპინისტი, მეგზური, მთამსვლელობის ინსტრუქტორი. სსრკ-ში პირველად, ჯგუფის წევრებთან ერთად, განახორციელა კედლოვანი ასვლა სამხრეთ უშბაზე (1937), რითაც სათავე დაედო კედლოვანი ასვლების კლასს ალპინიზმში. მოპოვებული აქვს ოქროს მედალი შხელდა-უშბის ტრავერსის გავლისათვის (1950). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.