კატეგორია: ექსპერტთა გვერდი

საქართველოში სპორტის განვითარების საკითხისათვის – სპორტის სამყარო და დემოკრატია სპორტში

სპორტი ყოველი ადამიანის მემკვიდრეობის ნაწილია და მისი უქონლობა  ვერასოდეს ვერაფრით ვერ კომპენსირდება” – პიერ დე კუბერტენი

დღევანდელ საქართველოში ყველას აწუხებს და შესაბამისად ისმის კითხვა – “რა ინტერესები აქვს საზოგადოებას ზოგადად სპორტისადმი?” ამ კითხვაზე თითოეული ჩვენგანის პასუხში გამოიხატება ის, თუ რამდენად რეალურად აღვიქვამთ ჩვენ მდგომარეობას, რა მოთხოვნას ვუყენებთ საკუთარ თავს, საზოგადოებას, ქვეყანას და როგორ წარმოგვიდგენთ ჩვენ ადგილს თანამედროვე ევროპის სპორტში. წაიკითხეთ სრულად…

სპორტის სამყარო და დემოკრატია სპორტში

(საქართველოში სპორტის განვითარების საკითხისათვის)

“სპორტი ყოველი ადამიანის მემკვიდრეობის ნაწილია და მისი უქონლობა ვერასოდეს ვერაფრით ვერ კომპენსირდება” – პიერ დე კუბერტენი

დღევანდელ საქართველოში ყველას აწუხებს და შესაბამისად ისმის კითხვა – “რა ინტერესები აქვს საზოგადოებას ზოგადად სპორტისადმი?” ამ კითხვაზე თითოეული ჩვენგანის პასუხში გამოიხატება ის, თუ რამდენად რეალურად აღვიქვამთ ჩვენ მდგომარეობას, რა მოთხოვნას ვუყენებთ საკუთარ თავს, საზოგადოებას, ქვეყანას და როგორ წარმოგვიდგენთ ჩვენ ადგილს თანამედროვე ევროპის სპორტში. წაიკითხეთ სრულად…

მაღალი მიღწევების სპორტისათვის ნიჭიერთა აღმოჩენა და ხელშეწყობა

საქართველოში სპორტის განვითარების საკითხისათვის

თამაზ თევზაძე
სპორტის ექსპერტი

მსოფლიო სპორტის განვითარება დგას სამ ძირითად საყრდენზე: საზოგადოებაზე სპორტული სისტემის, როგორც ზოგად რესურსზე, თავად სპორტულ სისტემაზე და გარემოზე, რომელშიც ვითარდება სპორტული სისტემა. წაიკითხეთ სრულად…

რა ხდება სპორტის მართვის თვალსაზრისით ქვეყანაში?

თამაზ თევზაძე
სპორტის ექსპერტი

ქვეყნის საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ 2011 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს კონსტიტუციაში შევიდა მთელი რიგი ცვლილებები და დამატებები. მათ შორისაა ცალკე მუხლი, რომელიც ეხება ფიზიკურ განათლებასა და სპორტს: “სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სპორტულ გაერთიანებებთან თანამშრომლობით ხელს უწყობს მოზარდთა და ახალგაზრდობის ფიზიკურ აღზრდას, სპორტში მათ ჩართვას” (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 34,1). წაიკითხეთ სრულად…

ქართული მითოსური კი არა რეალური სპორტული ფსიქოლოგია

შოთა ბუაძე
სრული პროფესორი

აზეთ დრონის მიმდინარე წლის 10 მარტის ნომერში არაორდინალური სათაურით “ქართული მითოსური სპორტული ფსიქოლოგია” გამოქვეყნდა ნიკა ჩალათაშვილის წერილი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის თეორიისათვის მეტად საინტერესო საკითხზე, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიქცია. საქმე იმაშია, რომ დღეს საქართველოში მივიწყებას მიეცა არა მარტო სპორტის ფსიქოლოგია, არამედ საერთოდ მეცნიერება სპორტის შესახებ. წერილის ასეთი სათაურის მიუხედავად, მან ჩემში იმედის ნაპერწკალი წარმოქმნა, რადგან ვიფიქრე, რომ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც სპორტის მეცნიერების წაიკითხეთ სრულად…

რეფორმა ქართულ სპორტში, პრობლემები და მისი გადაწყვეტის გზები

თამაზ თევზაძე
სპორტის ექსპერტი

სანამ შევეხებით საქართველოში სპორტის რეფორმის აუცილებლობას, უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს ის დადებითი და მნიშვნელოვანი, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში სპორტის ახლადაღიარებულ სტატუსთან. “სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სპორტულ გაერთიანებებთან თანამშრომლობით ხელს უწყობს მოზარდთა და ახალგაზრდობის ფიზიკურ აღზრდას, სპორტში მათ ჩართვას”. – საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 341.

მუხლი სპორტის შესახებ ძალაშია მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან. ამ შემთხვევაში ქვეყანას, მის სპორტის ინსტიტუტებს პარლამენტში, მთავრობასა და ადგილობრივ მუნიციპალურ თვითმმართველობებში  კანონიერ, სამართლებრივ საფუძველზე უკვე შეუძლია მეტი ბიუჯეტი გამოყოს მიზნობრივად სფეროს მხარდაჭერისათვის და  დაამყაროს უშუალო, ახლო პარტნიორული ურთიერთობა  სხვადასხვა დონის ოლიმპიურ და სპორტულ მოძრაობასთან. რაც შეეხება ქვეყნის კანონმდებლობას და სპორტს,  გათვალისწინებული უნდა იქნეს წაიკითხეთ სრულად…

საქართველოში ფიზიკური განათლებისა და სპორტის განვითარების კონცეფცია

“სპორტი გულისხმობს  თავისუფალი ან  ორგანიზებული  სახით ფიზიკური საქმიანობის ყველა ფორმას, რომლის მიზანია ფიზიკური და გონებრივი  შესაძლებლობების გაუმჯობესება, სოციალური ურთიერთობების განვითარება ან ყველა დონის შეჯიბრებებზე შედეგების მიღწევა” – ევროპისსპორტის ქარტია.

“სპორტი ყოველი ადამიანის მემკვიდრეობის ნაწილია და მისი უქონლობა ვერასოდეს ვერაფრით კომპენსირდება” – პიერ დე კუბერტენი. წაიკითხეთ სრულად…

რეფორმა კარგია თუ იგი პროგრესს ემსახურება.

სრული პროფესორი შოთა ბუაძე

საქართველოში დღეს რეფორმების ბუმია. იგი ქვეყნის სხვადასხვა სფეროში მიმდინარეობს, მათ შორის განათლების სისტემაში, კერძოდ ფიზიკური აღზრდასა და სპორტში. რეფორმა გულისხმობს გარდაქმნებს, სიახლეს, არსებულის სრულყოფას, მოძრაობას პროგრესისაკენ, რაც უდაოდ დადებითი მოვლენაა. მაგრამ რეფორმა ყოველთვის არ ნიშნავს არსებულის სრულ უარყოფას, მისი ფორმისა და შინაარსის უგულებელყოფას, წარსულის გამოცდილების წაიკითხეთ სრულად…