კატეგორია: ზამთრის ოლიმპიური სახეობები

ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომა

ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომა. ზამთრის სპორტის პოპულარული სახეობა, სათხილამურო ორჭიდის ერთ-ერთი დისციპლინა.

მსოფლიოს ჩემპიონატები იმართება 1929 წლიდან; მსოფლიოს თასის გათამაშება _ 1972-იდან. ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია 1924-იდან. ჩაისახა ნორვეგიაში XIX საუკუნის შუა წლებში. პირველი შეჯიბრებები მოეწყო ტელემარკის პროვინციის მთიანეთში. იქვეა რეგისტრირებული პირველი შედეგის _ 19 მ (1868). პირველი მხტომელები იყვნენ სამთომოთხილამურეები, რომლებიც მთიდან დაშვებისას ბუნებრივი ბორცვებიდან ხტებოდნენ (მოგვიანებით ბორცვები ხელოვნურმა მიწაყრილებმა შეცვალა). წაიკითხეთ სრულად…

სნოუბორდი

სნოუბორდი (ინგლ. Snowboard _ სიტყვასიტყვ. თოვლის ფიცარი). ზამთრის სპორტის სახეობა, რომელშიც შედის ორი დისციპლინა: სლალომი დათოვლილ ფერდობზე განიერი, არშიიანი თხილამურით (სნოუბორდი) და ე.წ. ჰაფ-პაიფი (ინგლ. Halfpipe _ ნახევარმილი) _ დაშვება ნახევარცილინდრულ ღარში აკრობატული ელემენტების შესრულებით.
მსოფლიოს ჩემპიონატი იმართება 1996 წლიდან; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია 1998-იდან.
პირველი სნოუბორდი გამოიგონა ამერიკელმა ჯეკ ბარჩეტმა 1929 წელს, ამ სახეობისთვის თანამედროვე ტიპის თხილამური კი ამერიკის შეერთებულ შტატებში XX საუკუნის 60-იან წლებში შეიქმნა. 1963 წელს ტომ სიმსმა, 1965 წელს კი შერმან პოპენმა თხილამურის საკუთარი ვარიანტები დაამზადეს. წაიკითხეთ სრულად…

ციგაობა

ციგაობა. ზამთრის სპორტის სახეობა, სწრაფდაშვება სპეციალურ ყინულოვან ტრასაზე ერთი და ორადგილიანი სპორტული ციგებით.
ევროპის ჩემპიონატი იმართება 1914 წლიდან, მსოფლიოს ჩემპიონატი _ 1955-იდან; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია 1964-იდან.
ლიტერატურულ წყაროებში ციგა მოიხსენიება შუა საუკუნეებიდან, ხოლო ცნობები მოციგავეთა პირველი შეჯიბრებების შესახებ XIX საუკუნის შუა ხანებს განეკუთვნება. თანამედროვე სპორტული ციგების, მათ შორის სკელეტონის წინამორბედად მიიჩნევენ ნორვეგიულ ციგას _ აკეს და კანადელ ინდიელებში გავრცელებულ უთავკავო ციგას _ ტობოგანს. პირველი, შედარებით თანამედროვე სპორტული ციგა დაამზადეს 1889 წელს გერმანიაში, ერთი წლის შემდეგ კი ინსბრუკის (ავსტრია) აკადემიური ალპური კლუბის ინიციატივით წაიკითხეთ სრულად…

სამთო თხილამურობა

სამთო თხილამურობა. ზამთრის სპორტის პოპულარული სახეობა, მთიდან თხილამურებით დაშვება სპეციალურ, კარებმონიშნულ ტრასაზე. შეიცავს ხუთ დისციპლინას: სლალომს, გიგანტურ სლალომს, სუპერგიგანტურ სლალომს, სწრაფდაშვებას და კომბინაციას, ანუ ალპურ ორჭიდს.
მსოფლიოს ჩემპიონატი იმართება 1931 წლიდან, მსოფლიოს თასის გათამაშება – 1966-იდან; ოლიმპიური წაიკითხეთ სრულად…

ჩქაროსნული ციგურაობა

ჩქაროსნული ციგურაობა (ციგურებით რბოლა). ზამთრის სპორტის სახეობა, ჩქაროსნული რბოლა ციგურებით ყინულზე, დახშულ წრეზე.
ევროპის ჩემპიონატი კაცთა შორის იმართება 1893 წლიდან, ქალთა შორის – 1970-იდან; მსოფლიოს ჩემპიონატი კაცთა შორის – 1893-იდან, ქალთა შორის – 1936-იდან; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია: 1924-იდან – კაცები, 1960-იდან – ქალები.
ციგურაობას მდიდარი ისტორია აქვს. წაიკითხეთ სრულად…

შორტ-ტრეკი

შორტ-ტრეკი (ინგლ. short track, სიტყვასიტყვით _ მოკლე ბილიკი). ჩქაროსნული ციგურაობის ნაირსახეობა, შეჯიბრება სისწრაფეში მოკლე სარბოლ ბილიკზე, ყინულის ჰოკეის მოედანზე.
მსოფლიოს ჩემპიონატი იმართება 1981 წლიდან; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია 1992-იდან.
ბრიტანული ვერსიის მიხედვით, შორტ-ტრეკი ინგლისელებმა გამოიგონეს XIX საუკუნის დამლევს, მაგრამ ბრიტანეთში ფეხი ვერ მოიკიდა და კანადაში გავრცელდა. წაიკითხეთ სრულად…

ყინულის ჰოკეი

ყინულის ჰოკეი, შაიბიანი ჰოკეი (ინგლ. hockey < ძველფრანგ. hoquet _ მწყემსის კაკვიანი კომბალი). პოპულარული გუნდური სპორტული თამაში ყინულზე. მოთამაშენი ყვანჭებით ერთმანეთს გადასცემენ შაიბას და ცდილობენ მეტოქის კარის დალაშქვრას.
ევროპის ჩემპიონატი იმართება 1910 წლიდან; მსოფლიოს ჩემპიონატი კაცთა შორის _ 1930-იდან, ქალთა შორის _ 1990-იდან; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია: 1920-იდან _ კაცები, 1998-იდან _ ქალები.
სპორტის სახეობად ჩამოყალიბდა კანადაში. შაიბიანი ჰოკეის წინამორბედად ითვლება ბურთყვანჭიანი ჰოკეი _ ჰოლანდიაში XVII-XVIII საუკუნეებში ფართოდ გავრცელებული თამაში, რასაც ადასტურებს იმდროინდელ ჰოლანდიელ მხატვართა არაერთი გრავიურა და სურათი. წაიკითხეთ სრულად…

ქერლინგი

ქერლინგი (ინგლ. Curling < curl _ ხვეული, დახვევა). ზამთრის სპორტის სახეობა, გუნდური თამაში ყინულზე. მოთამაშეთა მიზანია ქვის დისკოს მოთავსება მოედნის ბოლოს მოხაზული წრის შუაგულში.
ევროპის ჩემპიონატი იმართება 1951 წლიდან; მსოფლიოს ჩემპიონატი _ 1978-იდან; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია 1998-იდან.
ქერლინგის ისტორია შუა საუკუნეებში იწყება. მის სამშობლოდ მიჩნეულია შოტლანდია, თუმცა მსგავსი თამაში ჰოლანდიაშიც იყო გავრცელებული. თამაშობდნენ გაყინულ წყალსაცავებზე, დისკოებად რიყის სიპ ქვებს იყენებდნენ. წაიკითხეთ სრულად…

ფრისტაილი

ფრისტაილი (ინგლ. freestyle, სიტყვასიტყვით _ თავისუფალი, ლაღი სტილი). სამთო-სათხილამურო მრავალჭიდი. შეიცავს სათხილამურო ბალეტს, საჰაერო-სათხილამურო აკრობატიკას და მოგულს.
მსოფლიოს თასი თამაშდება 1978 წლიდან; მსოფლიოს ჩემპიონატი იმართება 1986-იდან; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია: მოგული _ 1992-იდან, საჰაერო აკრობატიკა _ 1994-იდან.
ფრისტაილი წარმოიშვა XX საუკუნის შუა ხანებში, როცა ცენტრალური ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში სამთომოთხილამურეები გაიტაცა შეჯიბრებამ არა მარტო დაშვების სისწრაფეში, არამედ მოძრაობის, მოხვევის, ხტომისა და სხვა ტექნიკური ელემენტების შესრულების სილამაზეშიც. წაიკითხეთ სრულად…

ფიგურული ციგურაობა

ფიგურული ციგურაობა. ზამთრის სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სანახაობრივად მიმზიდველი სახეობა. გამოირჩევა საინტერესო მხატვრული პროგრამით, ყინულზე სრიალის მრავალფეროვანი ტექნიკური ელემენტებით, ნახტომისა და ტრიალის კომბინაციებით.
ევროპის ჩემპიონატი კაცთა შორის იმართება 1891 წლიდან, ქალთა შორის – 1930-იდან; მსოფლიოს ჩემპიონატი კაცთა შორის -1896-იდან, ქალთა შორის – 1906-იდან; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია: 1908-იდან (კაცები, ქალები.)
ყინულზე ციგურებით ჰოლანდიაში ჯერ კიდევ XVI საუკუნეში სრიალებდნენ. 300 წლის შემდეგ, XIX საუკუნის 40-იან წლებში, ფიგურული ციგურაობა სპორტის სახეობად ჩამოყალიბდა და გავრცელდა ჯერ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, შემდეგ კი _ აშშ-სა და კანადაში. წაიკითხეთ სრულად…