კატეგორია: ზაფხულის ოლიმპიური სახეობები

ბალახის ჰოკეი

ბალახის ჰოკეი. გუნდური სპორტული თამაში ყვანჭით და მცირე ზომის ბურთით. პარტნიორები ბურთს ყვანჭებით გადასცემენ ერთმანეთს და ასე მიიწევენ მეტოქის კარისკენ. თამაშის მიზანია მოწინააღმდეგის კარის დალაშქვრა და საკუთარის დაცვა.
ევროპის ჩემპიონატი კაცთა შორის იმართება 1970 წლიდან, ქალთა შორის _ 1975-იდან; მსოფლიოს ჩემპიონატი კაცთა შორის _ 1971-იდან, ქალთა შორის _ 1974-იდან; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია: 1908-იდან _ კაცები, 1980-იდან _ ქალები. წაიკითხეთ სრულად…

ფრენბურთი

ფრენბურთი (ინგლ. Volleyball < Volley _ მფრინავი, Ball _ ბურთი). გუნდური თამაში ბადით ორ ტოლ ნაწილად გაყოფილ მოედანზე. მოთამაშეები ცდილობენ, ბურთი ბადის ზემოთ გადაისროლონ ისე, რომ მოწინააღმდეგის მოედანზე დავარდეს და მეტოქემ მისი მოგერიება ვერ შეძლოს.
ევროპის ჩემპიონატი კაცთა შორის იმართება 1948 წლიდან, ქალთა შორის _ 1949-იდან; მსოფლიოს ჩემპიონატი კაცთა შორის _ 1949-იდან, ქალთა შორის _ 1952-იდან; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია 1964-იდან (კაცები, ქალები).
ფრენბურთის ისტორიის მკვლევრები ერთსულოვნად ადასტურებენ, რომ: 1. ფრენბურთის დაბადების წელია 1895; წაიკითხეთ სრულად…

სასტენდო სროლა

სასტენდო სროლა. სასროლო სპორტის ნაირსახეობა, საფანტის სროლა გლუვლულიანი თოფით საგანგებოდ მოწყობილ მოედანზე (სტენდზე) სპეციალური დანადგარიდან ნატყორცნ მფრინავ სამიზნეებზე.
ევროპის ჩემპიონატი იმართება 1929 წლიდან; მსოფლიოს ჩემპიონატი: 1929-იდან _ კაცები, 1962-იდან _ ქალები; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია: 1900-იდან _ კაცები, 1996-იდან _ ქალები (1988 და 1992 წლების ოლიმპიურ თამაშებში, სალიცენზიო ნორმატივის შესრულების შემდეგ კაცებთან ერთად ქალებიც ასპარეზობდნენ). წაიკითხეთ სრულად…

ნიჩბოსნობა ბაიდარითა და კანოეთი

ნიჩბოსნობა ბაიდარითა და კანოეთი. სანიჩბოსნო სპორტის ერთ-ერთი ნაირსახეობა, რბოლა უორკაპო ცალნიჩბიანი და წყვილნიჩბიანი ნავებით. კანოეს საერთაშორისო ფედერაცია აერთიანებს ექვს ტექნიკურ დისციპლინას, მათ შორის ორი დისციპლინა ოლიმპიურია: სპრინტი და სლალომი.
სპრინტში ევროპის ჩემპიონატი იმართება 1933 წლიდან, მსოფლიოს ჩემპიონატი _ 1938-იდან, ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია 1936-იდან. წაიკითხეთ სრულად…

ხელბურთი

ხელბურთი (ინგლ. Handball < Hand _ ხელი, Ball _ ბურთი). მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელებული სპორტული თამაში. პარტნიორები ბურთს მხოლოდ ხელით აწვდიან ერთმანეთს. მოთამაშეთა მიზანია მეტოქის კარის დალაშქვრა და საკუთრის დაცვა.
ევროპის ჩემპიონატი კაცთა და ქალთა შორის იმართება 1994 წლიდან, მსოფლიოს ჩემპიონატი კაცთა შორის _ 1938-იდან, ქალთა შორის _ 1957-იდან; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია: 1936-იდან _ კაცები, 1976-იდან _ ქალები.
ბურთის ხელით თამაშს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, სპორტის სახეობად კი იგი XIX საუკუნის მიწურულს ჩამოყალიბდა. 1890 წელს გერმანელმა კონრად კოხმა შემოიღო ახალი თამაში _ “რაფბოლი”. წაიკითხეთ სრულად…

ფეხბურთი

ფეხბურთი. (ინგლ. Football, foot –ფეხი, ball – ბურთი). ყველაზე გავრცელებული და პოპულარული გუნდური თამაში. ევროპის ჩემპიონატი კაცთა შორის იმართება 1960 წლიდან, ქალთა შორის – 1984 წლიდან; მსოფლიოს ჩემპიონატი კაცთა შორის – 1930-დან, ქალთა შორის – 1991-დან; ოლიმპიური თამასების პროგრამაშია : 1900-დან კაცები, 1996 – ქალები.
ფეხბურთის მსგავსი თამაშის კვალი ნაპოვნია ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებში (ეგვიპტე, ჩინეთი), ანტიკურ საბერძნეთსა და რომში. 180 წლით დათარიღებულ ბერძნულ ლექსიკონში (პოლუქსი) აღწერილია ბურთით თამაშის ერთ-ერთი ნაირსახეობა: წაიკითხეთ სრულად…

ტყვიის სროლა

ტყვიის სროლა. სასროლო სპორტის სახეობა. ტყვიის სროლა ცეცხლსასროლი და პნევმატიკური კუთხვილლულიანი შაშხანით ან პისტოლეტით უძრავ ან მოძრავ სამიზნეზე.
1897 წლიდან იმართება მსოფლიოს ჩემპიონატები, 1955-იდან _ ევროპისა.
სასროლო იარაღის გამოგონება უწინარესად ნადირობას უკავშირდება. ადამიანი უხსოვარი დროიდან იყენებდა შუბს, მშვილდსა და ისარს, მოგვიანებით _ არბალეტს, XIV საუკუნის შუა წლებიდან კი _ ცეცხლსასროლ იარაღს. მსროლელთა უძველესი საზოგადოება (გოსლარი) შექმნეს არბალეტის მოყვარულებმა 1220 წელს. წაიკითხეთ სრულად…

ტრიათლონი

ტრიათლონი (ინგლ. triathlon). სპორტის კომპლექსური და ერთ-ერთი ყველაზე რთული სახეობა. აერთიანებს ველორბოლას, ცურვასა და მარათონულ რბენას.
კაცთა და ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატი იმართება 1985 წლიდან; მსოფლიოს ჩემპიონატი _ 1989-იდან; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია 2000-იდან.
1977 წელს აშშ-ის საზღვაო-სამხედრო ძალების ოფიცერი ჯონ კოლინზი ჰავაის კუნძულებზე სწორედ იმ დროს ისვენებდა, როცა იქ სამი შეჯიბრება ტარდებოდა: ზღვაში 3800 მეტრზე ცურვაში, კუნძულ ოაპუს გარშემო (180 კმ) ველორბოლასა და კლასიკურ მარათონულ რბენაში, რომელსაც დედაქალაქი ჰონოლულუ მასპინძლობდა. წაიკითხეთ სრულად…

ცხენოსნობა

ცხენოსნობა. ცხენ-მხედართა სპორტული შეჯიბრება სხვადასხვა დისციპლინაში (ხედნილობა, კონკური, სამჭიდი, მარულა, დოღი და სხვ.)
ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები იმართება 1953 წლიდან; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია 1900-იდან.
სავარაუდოდ, ცხენი მოიშინაურეს ძვ.წ. მეოთხე-მესამე ათასწლეულში შუა აზიასა და ირანში. შუა და სამხრეთ ევროპაში შინაური ცხენი მესამე-მეორე ათასწლეულში გამოჩნდა. ცხენს იყენებდნენ გამწევ ძალად, სატრანსპორტო და საბრძოლო საშუალებად. ეტლებით რბოლა, დოღი და პირველი ცხენოსნური თამაშები გავრცელდა ძვ.წ. 2700-იანი წლებიდან. წაიკითხეთ სრულად…

ცურვა

ცურვა. სპორტის ერთ-ერთი უძველესი და პოპულარული სახეობა. შეჯიბრება სხვადასხვა დისტანციაზე კროლით (თავისუფალი სტილი), ბრასით, ბატერფლაით (დელფინი) და გულაღმა ცურვაში.
ევროპის ჩემპიონატი იმართება 1926 წლიდან, მსოფლიოს ჩემპიონატი _ 1973-იდან; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია 1896-დან _ კაცები, 1912-იდან ქალები.
ცურვას ადამიანისთვის უხსოვარი დროიდანვე დიდი პრაქტიკულ-საყოფაცხოვრებო მნიშვნელობა ჰქონდა, უწინარესად თევზაობის, ნადირობისა და მტერთან შეტაკების დროს. წაიკითხეთ სრულად…