კატეგორია: ინტერვიუ

ქართველების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე – ძალოსნობაში

ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში, რომელიც რუსეთის ქალაქ ყაზანში გაიმართა ქართველებისათვის წარმატებული აღმოჩნდა. ქართველებმა 4 მედლის მოპოვება შეძლეს. გია მაჭავარიანმა 3 ვერცხლის მედალი,  ირაკლი თურმანიძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

გია მაჭავარიანმა ატაცში 183 კგ. დაიმორჩილა, აკვრაში კი 217 კგ. დაძლია და ჯამში 400 კგ მოაგროვა, რამაც საქართველოს ვერცხლის მედალი მოუტანა, ხოლო ირაკლი თურმანიძემ ატაცში 188 კგ, აკვრაში – 218 კგ დაძლია, ჯამში კი 406 კგ მოაგროვა და ბრინჯაოს მედალის მფლობელიც გახდა. წაიკითხეთ სრულად…

ვახტანგ სალუქვაძის 80 წლის იუბილე


4 თებერვალს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა საქართველოში ტყვიის სროლის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის და საიუბილეო 80 წლის აღსანიშნავად დამსახურებულ მწვრთნელს ვახტანგ სალუქვაძეს საგანგებო სიგელი და პრემიალური თანხა 1000 ლარი გადასცა. ვახტანგ სალუქვაძეს სამახსოვრო პრიზები უკრაინიდან ჩამოსულმა კოლეგებმაც გადასცეს, სროლის სახეობათა ფედერაციამ ასევე ნინო სალუქვაძეც დააჯილდოვა, მას ყველა დროის საუკეთესო ქართველი მსროლელის ტიტული მიენიჭა. დაჯილდოების ცერემონიალს მინისტრთან და მის მოადგილეებთან ერთად, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელებიც დაესწრნენ. წაიკითხეთ სრულად…