კატეგორია: ზამთრის ოლიმპიური თამაშები

XIX ზამთრის ოლიმპიური თამაშები. სოლტ-ლეიკ-სიტი. 2002

სოლტ-ლეიკ-სიტის ზამთრის XIX ოლიმპიური თამაშები, 2002. სოლტ-ლეიკ-სიტის მესვეურები ზამთრის თამაშების მასპინძლობის სურვილს ჯერ კიდევ 1972 წელს გამოთქვამდნენ. 1966 წლიდან ქალაქმა 4-ჯერ წამოაყენა თავისი კანდიდატურა. ბოლოს, 1995 წლის ივნისში მან გაიმარჯვა კიდევაც და XXI საუკუნის პირველი ოლიმპიური თამაშების ჩატარების უფლება მიიღო. ოლიმპიადამდე 3 წლით ადრე, ჟურნალისტებმა სოკის რამდენიმე წევრი სოლტ-ლეიკ-სიტის სასარგებლოდ ქრთამის აღებაში ამხილეს. ამას ხანგრძლივი გამოძიება მოჰყვა, რის შედეგადაც თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის რამდენიმე მაღალ ჩინოსანმა სოკის 4 წევრთან ერთად თანამდებობა დატოვა. ოლიმპიური ქალაქების არჩევის წესები გამკაცრდა. წაიკითხეთ სრულად…

XVIII ზამთრის ოლიმპიური თამაშები. ნაგანო. 1998

ნაგანოში შედგა სამი სამხრეთული ქვეყნი – კენიის, ურუგვაისა და ვენესუელის სპორტსმენთა დებიუტი ზამთრის თამაშებში. ამ ასპარეზობის მონაწილეთა საერთო რაოდენობა პირველად გადასცილდა 2000-იან ზღვარს. სარბიელზე გამოვიდა 72 ქვეყნის 2176 სპორტსმენი. ყველა ეს ციფრი სარეკორდო იყო. თამაშები ოფიციალურად გახსნა იაპონურის იპერატორმა აკიჰიტომ. ოლიმპიური ცეცხლი აანთო მიდორი იტომ – 1992 წლის თამაშების ვერცხლის პრიზიორმა ფიგურულ ციგურაობაში, რომელსაც ჩირაღდანი გადასცა მსოფლიოს ჩემპიონმა ქალთა მარათონში ჰირომი სუძუკიმ. თამაშების მონაწილე სპორტსმენთა სახელით ოლიმპიური ფიცი წარმოთქვა 1992 წლის ოლიმპიადის ჩემპიონმა ჩრდილოურ ორჭიდში კენჯი ოგივარამ. წაიკითხეთ სრულად…

XVII ზამთრის ოლიმპიური თამაშები. ლილეჰამერი. 1994

ლილეჰამერის ზამთრის  XVII ოლიმპიური თამაშები, 1994. სეულის ოლიმპიადის დღეებში, 1988 წლის სექტემბერში, სოკმა განიხილა ზამთრის XVII თამაშების ჩატარების ადგილის საკითხი და მასპინძლობის სამ კანდიდატს შორის უპირატესობა მიანიჭა ლილეჰამერს (ნორვეგია), რომელმაც წინა არჩევნები ალბერვილთან წააგო. ოსლოს ჩრდილოეთით 180 კმ მდებარე ამ 23-ათასიან დაბაში ზამთრის თამაშები პირველად ჩატარდა არანაკიან, ე.ი. არაოლიმპიურ წელს. ამგვარად, ზაფხულისა და ზამთრის თამაშებს შორის პერიოდმა 2 წელი შეადგინა. ამით საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს სურდა, ზამთრის თამაშები ზაფხულის ოლიმპიადების ჩრდილიდან გამოეყვანა და თავისთავადი მნიშვნელობა მიენიჭებინა, ამასთან ორი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ასპარეზობა თანაბარზომიერად გადაენაწილებინა 4 წლიან ოლიმპიურ ციკლზე. წაიკითხეთ სრულად…

XVI ზამთრის ოლიმპიური თამაშები. ალბერვილი. 1992

ალბერვილის XVI ზამთრის ოლიმპიური თამაშები, 1992. წინა ოლიმპიადებთან შედარებით, ალბერვილში საგრძნობლად გაიზარდა ასპარეზობის მონაწილე ქვეყნებისა და სპორტსმენების რაოდენობა. ზამთრის თამაშებში პირველად გამოვიდნენ ირლანდიისა და სვაზილენდის სპორტსმენები. მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები ოლიმპიადაზეც აისახა: გფრ და გდრ ერთიანი გერმანიის გუნდმა შეცვალა; ყოფილი ჩეხოსლოვაკია წარმოდგენილი იყო ჩეხებისა და სლოვაკების ორი დამოუკიდებელი გუნდით; იუგოსლავიის გუნდთან ერთად თამაშებში ცალკე გამოდიოდნენ ხორვატია და სლოვენია; წაიკითხეთ სრულად…

XV ზამთრის ოლიმპიური თამაშები. კალგარი. 1988

კალგარის  ზამთრის xv ოლიმპიური თამაშები, 1988. ამ თამაშების მასპინძლობაზე სამი ქალაქი აცხადებდა პრეტენზიას: კალგარი (კანადა), ფალუნი (შვედეთი) და კორტინა დ’ამპეცო (იტალია). ფინალურ, მესამე ტურში კალგარიმ 48 ხმა მიიღო, კორტინა დ’ამპეცომ -31.თამაშები დიდი ბირტანეთის დედოფლის სახელით გახსნა კანადის გენერალ-გუბერნატორმა ჟან სოვემ; ოლიმპიური ჩირაღდანი სტადიონზე შემოიტანა ცოლ-ქმარმა წაიკითხეთ სრულად…

XIV ზამთრის ოლიმპიური თამაშები. სარაევო. 1984

1984 წლისზამთრის თამაშების მასპინძლობაზე პრეტენზიას სამი ქალაქი აცხადებდა. გიოტებორგმა მხოლოდ 10 ხმა მიიღო და ბრძოლას პირველსავე ტურში გამოეთიშა. გადამწყვეტ ტურში სარაევომ საპოროს 3 ხმით აჯობა – 39:36. თამაშები გახსნა იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარემ მიკა სპილიაკმა. ოლიმპიური ცეცხლი დაანთო ფიგურისტმა სანდრა დუბრავჩიჩმა, მონაწილეთა სახელით ოლიმიური ფიცი წარმოთქვა სამთომოთხილამურე ბოჟან კრიზაჟმა. წაიკითხეთ სრულად…

XIII ზამთრის ოლიმპიური თამაშები. ლეიკ-პლესიდი. 1980

ლეიკ-პლესიდის ზამთრის XIII ოლიმპიური თამაშები, 1980. ამერიკის ამ პატარა ქალაქს, რომელიც 1962 წლიდან უშედეგოდ ითხოვდა თამაშების მაპინძლობის უფლებას, ისევე როგორც მანამდე სანქტ-მორიცსა და ინსბრუკს, მეორედ ანდეს ზამთრის ოლიმპიადის ჩატარება. საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობის კრიზისის პერიოდში მას კონკურენტი არც ჰყოლია. თამაშების გახსნამდე ცოტა ხნით ადრე საბჭოთა კავშირი ავღანეთში შეიჭრა და აშშ-ს პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა ბოიკოტი გამოეცხადებინათ მოსკოვის ოლიმპიადისთვის, რომელიც იმავე წლის ზაფხულში უნდა გამართულიყო. წაიკითხეთ სრულად…

XII ზამთრის ოლიმპიური თამაშები. ინსბრუკი. 1976

ინსბრუკის ზამთრის XII ოლიმპიური თამაშები, 1976. 1970 წლის მაისში საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა თავის 69-ე სესიაზე 1976 წლის ზამთრის თამაშების მასპინძლად აირჩია ამერიკი შეერთებული შტატების ქალაქი დენვერი, რომელმაც სამტურიან ბრძოლაში დაამარცხა საფრანგეთის სიონი, ფინეთის ტამპერე და კანადის ვანკუვერი. ორ წელიწადში სოკს ტავისი არჩევანი სანანებელი გაუხდა: 1972 წლის ნოემბერში კოლორადოს შტატში ჩატარებული სახალხო რეფერენდუმის შედეგებით გაირკვა, რომ ამერიკელები თამაშების იქ გამართვის წინააღმდეგები იყვნენ და 12 ნოემბერს ამის შესახებ სოკსაც აცნობეს. წაიკითხეთ სრულად…

XI ზამთრის ოლიმპიური თამაშები. საპორო. 1972

ტოკიოს 1964 წლის ოლიმპიუადის შემდეგ სოკის წევრთა  თვალში იაპონიის პრესტიჟი ისე ამაღლდა, რომ ზამთრის XI თამაშების მასპინძლობის უფლება კენჭისყრის პირველსავე ტურში უბოძეს კუნძულ ჰოკაიდოს ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ საპოროს, რომელმაც 32 ხმა მოაგროვა. მისი კონკურენტები იყვნენ ბანფი (კანადა, 16 ხმა), ლაჰტი (შვედეთი, 7) და სოლტ-ლეიკ-სიტი (აშშ, 7). მილიონიანი საპორო ყველაზე დიდი ქალაქია , სადაც კი ზამთრის თამაშები ჩატარებულა. ორგანიზატორებმა ხუთ წელიწადში 555 მილიონი დოლარი დახარჯეს ოლიმიური ბაზების მოსაწყობად.
თამაშები ოფიციალურად გახსნა იაპონიის იმპერატორმა ჰიროჰიტომ. წაიკითხეთ სრულად…

X ზამთრის ოლიმპიური თამაშები. გრენობლი. 1968

გრენობლის ზამთრის X ოლიმპიური თამაშები, 1968. ზამთრის თამაშების მასპინძელი ქალაქის არჩევას სამი ტური დასჭირდა. პრეტენზიას 6 ქალაქი აცხადებდა: გრენობლი (საფრანგეთი), კალგარი (კანადა), ლაჰტი (შვედეთი), საპორო (იაპონია), ოსლო (ნორვეგია) და ლეიკ-პლესიტი (აშშ). ითვლება რომ ზამთრის თამაშებმა სწორედ გრენობლში მიაღწია ჭეშმარიტ ოლიმპიურ სიმაღლეს. 1968 წლის თამაშები მართლაც წარმატებული იყო, თუმცა ვერც ის ასცდა პრობლემებს. სირთულეები კი თამაშებამდე დაიწყო, როცა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მოთხილამურეთა ტანსაცმლისა და აღჭურვილობის სარეკლამო მიზნით გამოყენება აკრძალა. ამას მოთხილამურეთა პროტესტი და თამაშების ბოიკოტის მუქარა მოჰყვა. წაიკითხეთ სრულად…