კატეგორია: ზაფხულის ოლიმპიური თამაშები

XXVIII ოლიმპიური თამაშები. ათენი. 2004

ათენის XXVIII ოლიმპიური თამაშები, 2004. თანამედროვე ოლიმპიური თამაშები 108 წლის შემდეგ მეორედ ეწვია სამშობლოს. XXVIII ოლიმპიადის ჩატარების უფლება ათენს 1997 წლის 17 სექტემბერს მიენიჭა, მაგრამ სპორტული ობიექტების მშენებლობის ნელი ტემპების გამო თამაშების საბერძნეთში გამართვის შესაძლებლობა არაერთხელ დადგა ეჭვქვეშ. საბოლოოდ საორგანიზაციო კომიტეტმა შეძლო ვადებში ჩატეულიყო და ღირსეული მასპინძლობაც გაეწია ოლიმპიადისათვის. წაიკითხეთ სრულად…

XXVII ოლიმპიური თამაშები. სიდნეი. 2000

ოლიმპიური თამაშები მეორედ ეწვია ავსტრალიას. დაძაბულ ბრძოლაში სიდნეიმ აჯობა პეკინს და გახდა მეცხრე არაევროპული ქალაქი, რომელმაც ოლიმპიადას უმასპინძლა. სიდნეიში თამაშები საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში კორუფციასთან დაკავშირებული უმწვავესი სკანდალის ფონზე მიმდინარეობდა. წინასწარ ცნობილი იყო, რომ ეს სამარანჩის ბოლო ოლიმპიადა იქნებოდა და უკვე იწყებოდა ბრძოლა მისი მემკვიდრეობისთვის. ოლიმპიადის დღეებში მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ესპანეთში გარდაიცვალა სამარანჩის მეუღლე და სოკის პრეზიდენტს რამდენიმე დღით სიდნეის დატოვება მოუხდა. სიდნეიში დაბრუნებული მარკიზი შეეცადა, თავად წამოეწყო და განეხორციელებინა რეფორმები, ამ რეფორმების ნაწილი იყო სოკში მოქმედი სპორტსმენების შეყვანა, რაც თამაშების დახურვის ცერემონიალზე დიდი ზარ-ზეიმით აცნობეს საზოგადოებას. წაიკითხეთ სრულად…

XXVI ოლიმპიური თამაშები. ატლანტა. 1996

ატლანტის  XXVI ოლიმპიური თამაშები, 1996. 1996 წელს 100 წელი შესრულდა თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშების ჩატარებიდან. 1989 წელს, როცა საიუბილეო თამაშების მასპინძელ ქალაქს არჩევდნენ და სხვებთან ერთად თავისი კანდიდატურა ათენსაც ჰქონდა დასახელებული, ბევრი ფიქრობდა, რომ ოლიმპიადების აღდგენის ასი წლის თავზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი უპირატესობას სწორედ ამ ქალაქს და საბერძნეთს მიანიჭებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. გადაწყდა, მორიგი თამაშები ატლანტაში გამართულიყო. თითქოს ამის საკომპენსაციოდ, ორგანიზატორებმა ოლიმპური ცეცხლის ესტაფეტის ბოლო ეტაპი ცნობილ მოკრივესთან, ევანდერ ჰოლიფილდთან ერთად ბერძენ ოლიმპიურ ჩემპიონს, პარასკევი პატულიდუს ანდეს. ატლანტის ოლიმპიადის ჩირაღდანი აანთო ლეგენდარულმა მუჰამედ ალიმ, რომელმაც 1960 წელს კასიუს კლეის სახელით ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. წაიკითხეთ სრულად…

XXV ოლიმპიური თამაშები. ბარსელონა. 1992.

ბარსელონის XXV ოლიმპიური თამაშები, 1992. ოლიმპიადების ბოიკოტის ხანა დასრულდა – 1972 წლის შემდეგ ბარსელონაში პირველად გამოვიდა ყველა მიწვეული ქვეყანა. მათი რიცხვი შეიძებოდა მეტიც ყოფილიყო, მაგრამ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა პირობითი აღიარება აკმარა და სამომავლოდ გადადო ყოფილი საბჭოთა კავშირის მოკავშირე რესპუბლიკების, იმ დროს უკვე დამოუკიდებელი ქვეყნების სპორტსმენთა ცალკე გუნდებად დაშვება ოლიმპიადაზე. 1992 წლის 9 მარტს ლოზანაში, სოკის შტაბ-ბინაში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციამ ბარსელონაში დამოუკიდებელი გუნდით გამოსვლის ნებართვა ითხოვა, მაგრამ სწორედ საქართველო აღმოჩნდა ერთადერთი ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკა, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ არ იყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი. წაიკითხეთ სრულად…

XXIV ოლიმპიური თამაშები. სეული. 1988

სეულის XXIV ოლიმპიური თამაშები. 1988. ოლიმპიადა 24 წლის შემდეგ მეორედ ეწვია აზიას – 1981 წლის 30 სექტემბერს ბადენ-ბადენში გამართულ მორიგ სესიაზე სოკმა სეულსა (კორეა) და ნაგოიას (იაპონია) შორის უპირატესობა სეულს მიანიჭა 52 ხმით 27-ის წინააღმდეგ. ოლიმპიური მოძრაობა კვლავ დადგა ბოიკოტის საშიშროების წინაშე, რადგან სსრ კავშირსა და მის სატელიტ ქვეყნებს სამხრეთ კორეასთან დიპლომატიური ურთიერთობა არ ჰქონდათ. ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა, როდესაც კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ თამაშების თანამასპინძლობა მოითხოვა. მთელი სამი წლის განმავლობაში სოკი დაძაბულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა სამხრეთ კორეის ხელისუფლებასთან და სთხოვდა მას, დაეთმო რამდენიმე სახეობა ან რამდენიმე დისციპლინა მაინც. წაიკითხეთ სრულად…

XXIII ოლიმპიური თამაშები. ლოს-ანჯელესი. 1984

ლოს-ანჯელესის XXIII ოლიმპიური თამაშები.1984. მოსკოვის თამაშების შემდეგ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის პოსტზე ირლანდიელი ლორდი კილანინი ესპანელმა დიპლომატმა ხუან ანტონიო სამარანჩმა შეცვალა, რომელიც მაშინ ჯერ არ იყო მარკიზი. სამარანჩმა ბოიკოტებით გახლეჩილი და კრიზისში მყოფი ოლიმპიური მოძრაობა ჩაიბარა:1984 წლების თამაშების მასპინძლობაზე ერთადერთი ქალაქი აცხადებდა პრეტენზიას, რაც ოლიმპიური მოძრაობის პირველ წლებშიც კი არ მომხდარა. 1970 წლიდან მოყოლებული, სულ სამმა ქალაქმა გამოთქვა ოლიმპიადის მასპინძლობის სურვილი: მონრეალმა, მოსკოვმა და ლოს-ანჯელესმა. წაიკითხეთ სრულად…

XXII ოლიმპიური თამაშები. მოსკოვი. 1980

მოსკოვის XXII ოლიმპიური თამაშები. 1980. საბჭოთა კავშირის დედაქალაქმა ოლიმპიური თამაშების ჩატარების უფლება 1974 წლის 23 ოქტომბერს მოიპოვა ვენაში გამართულ სოკის 74-ე სესიაზე, სადაც 39 ხმით 20-ის წინააღმდეგ დაამარცხა ერთადერთი კონკურენტი – ლოს-ანჯელესი. მთელი საბჭოთა კავშირი გაცხოველებულ სამზადისს შეუდგა. ყველაფერი თავისი წესით და რიგით მიდიოდა, მაგრამ როცა 1979 წლის დეკემბრის ბოლოს საბჭოთა ჯარის ნაწილები ავღანეთში შეიჭრნენ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა მსოფლიოს ქვეყნებს მოსკოვის ოლიმპიადის ბოიკოტისკენ მოუწოდა. ბოიკოტს 64 ქვეყანა შეუერთდა, მათ შორის – კანადა, გფრ, იაპონია, ჩინეთი, კენია, ნორვეგია. ამის მიუხედავად, მოსკოვის თამაშებზე დელეგაციები გამოგზავნეს აშშ-ის მოკავშირეებმა – დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ირლანდიამ, იტალიამ, ფინეთმა, ახალმა ზელანდიამ, ესპანეთმა და შვედეთმა. წაიკითხეთ სრულად…

XXI ოლიმპიური თამაშები. მონრეალი. 1976

მონრეალის XXI ოლიმპიური თამაშები. 1976. წინა ოლიმპიადის დედაქალაქის არჩევნებში დამარცხებულმა მონრეალმა, 1970 წლის 13 მაისს ამსტერდამში გამართულ სოკის 67-ე სესიაზე გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და XXI თამაშების ჩატარების უფლება მიიღო. სოკი იმედოვნებდა, რომ მონრეალში ასპარეზობა მშვიდად ჩაივლიდა, მაგრამ ოლიმპიადას მოულოდნელად საფრთხე დაემუქრა. გაჭიანურებული ზამთრის გამო ბევრი ოლიმპიური ობიექტის დასრულება ვერ მოასწრეს. კანადელებმა არ გაიზიარეს მონრეალის მმართველთა ოპტიმიზმი მოსალოდნელ მორალურ და ფინანსურ სარგებელთან დაკავშირებით და მართალიც გამოდგნენ: ხარჯებმა 310 მილიონის ნაცვლად 2 მილიარდ დოლარს მიაღწია და ქვეყნის მოსახლეობა ოლიმპიადის შემდეგ კიდევ მრავალი წლის განმავლობაში იხდიდა ფულს ამ ხარჯების დასაფარავად. წაიკითხეთ სრულად…

XX ოლიმპიური თამაშები. მიუნხენი. 1972

მიუნხენის XX ოლიმპიური თამაშები. 1972 1966 წლის 26 აპრილს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 64-ე სესიაზე ბავარიის მთავარმა ქალაქმა პორტუში დაამარცხა მონრეალი და ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლება მიიღო. პირველად ისტორიაში ათასს გადააჭარბა ოლიმპიადის მონაწილე სპორტსმენ ქალთა რიცხვმა. სარეკორდო იყო ოლიმპიელთა საერთო რაოდენობაც. თამაშებზე კვლავ არ დაუშვეს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, რომელსაც აფრიკის 27 ქვეყნის მხრიდან ბოიკოტის მუქარის გამო სოკ-მა როდეზიაც დაუმატა, აპარტეიდის ბრალდებით. პირველად ოლიმპიადების ისტორიაში, სპორტსმენთა სახელით ფიცი წარმოთქვა ქალმა – ჰაიდი შულერმა. მიუნხენში პირველად შემოიღეს ფიცის დადება მსაჯების სახელითაც. ოლიმპიური ცეცხლი აანთო 18 წლის სტაიერმა გიუნტერ ზანმა. წაიკითხეთ სრულად…

XIX ოლიმპიური თამაშები. მეხიკო. 1968

მეხიკოს XIX ოლიმპიური თამაშები. 1968. ოლიმპიადის მეხიკოში ჩატარება 1963 წლის 18 ოქტომბერს გადაწყდა სოკ-ის 55-ე სესიაზე ბადენ-ბადენში. მექსიკის დედაქალაქმა დიდი უპირატესობით დაამარცხა კონკურენტები. სოკ-ის ამ გადაწყვეტილებამ სპორტული სამყაროს გაოცება და ერთგვარი შეშფოთება გამოიწვია, რისი მიზეზიც მეხიკოს გეოგრაფიული მდებარეობა იყო. არავინ იცოდა, როგორ იმოქმედებდა სპორტსმენებზე ჟანგბადის უკმარისობა, რაც 2134 მეტრის სიმაღლეზე ჩვეულებრივი მოვლენაა. ოლიმპიადისთვის სამზადისში აქტიურად ჩაერთვნენ მედიცინის მუშაკები. წაიკითხეთ სრულად…