კატეგორია: რეკორდები

ყველაზე პატარა ავტომობილი. გინესის რეკორდი

მსოფლიოში ყველაზე პატარა მანქანის ზომაა: სიმაღლე – 63.5სმ, სიგანე – 124.47 სმ. იგი შექმნა ტეხასელმა (აშშ) ოსტინ კოულსონმა.

2013 წლის ტოპ 10 გინესის რეკორდი

2012 წლის გინესის რეკორდების საუკეთესო კრებული

არტაშეს ელბაქიანმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა

1 დეკემბერს, რაბათის ციხეზე გამართულ სარეკორდო ასპარეზობაზე ახალციხელმა სპორტსმენმა არტაშეს ელბაქიანმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან ტურნიკზე (ჰორიზონტალურ ძელზე) წინ მიმართულებით 401 ბრუნი შეასრულა და რეკორდი 249 ერთეულით გააუმჯობესა. საქართველოს რეკორდების ფედერაცია არტაშეს ელბაქიანის რეკორდის მასალებს უახლოეს მომავალში საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაუგზავნის მათ გამოცემებში შესატანად. ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მხარდაჭერით ჩატარდა.

მძლეოსნობა: უსეინ ბოლტის ოქროს ჰეთ-თრიქი

მოსკოვში კვირას დასრულებული მძლეოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი იამაიკელი სპრინტერის უსეინ ბოლტის ტრიუმფით დასრულდა: 26 წლის მძლეოსანმა იამაიკის ნაკრებთან ერთად 4X100 ესტაფეტა მოიგო, მსოფლიო ჩემპიონატებზე მერვე ოქროს მედალი მოიპოვა და ყველაზე ტიტულიანი ათლეტი შეიქნა.

მანამდე ბოლტმა თავის საყვარელ დისტანციებზე, 100 და 200 მეტრზე გაიმარჯვა. სპორტის დედოფლის ყველაზე თვალსასეირო სანახაობა – 100 მეტრი გარბენი წაიკითხეთ სრულად…

ირაკლი ბოლქვაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს რეკორდი დაამყარა

ბარსელონაში მიმდინარე საწყლოსნო სახეობათა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა მოცურავე ირაკლი ბოლქვაძემ საქართველოს ახალი რეკორდი დაამყარა. 200 მეტრზე კომპლექსური ცურვის შესარჩევ გაცურვაში ბოლქვაძემ დისტანცია 2:03.55 წუთში დაფარა და საქართველოს ახალი რეკორდი დააფიქსირა. ბრასით ცურვის დროს კი ქართველმა სპორტსმენმა 50-მეტრიანი დისტანცია 33.23 წამში დაფარა, რაც შესარჩევი ეტაპის 50 მონაწილეს შორის საუკეთესო შედეგი გამოდგა.

ლუდის კასრის სროლა. გინესის რეკორდი

2012 წლის 12 მარტს უკრაინელმა ნინა გერიამ დაამყარა გინესის მსოფლიო რეკორდი. იგი არის პირველი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი მსოფლიოში რომელმაც შეძლო ლუდის კასრის 3,90 მეტრზე აგდება. რეკორდი დაამყარა იტალიაში. ნინა არის 22 წლის და მონაწილეობას ღებულობს სთრონგვუმენების შეჯიბრებებში.

თავზე გატეხილი ბეტონის ფილები ბოულინგის ბურთით. გინესის რეკორდი

2011 წლის 14 აპრილს ამერიკელმა ჯონ ფერარომ დაამყარა გინესის მსოფლიო რეკორდი. მისმა თავმა გაუძლო 45 ბეტონის ფილის გატეხვას ბოულინგის ბურთით.

ყველაზე პატარა ძაღლი. გინესის რეკორდი

ჩიხუახუას ჯიშის გრძელ თმიანი ძაღლი არის ყველაზე პატარ ძაღლი მსოფლიოში. მისი სიმაღლე 15,87 სანტიმეტრია. იგი ეკუთვნის ამერიკელ ანგელა ბრეინს. მას გინესის რეკორდისმენის ტიტული მიენიჭა 2012 წლის 8 სექტემბერს.

ყველაზე ბევრი უკუ სალტო ჰაერში. გინესის რეკორდი

2012 წლის 12 აპრილს ლატვიელმა კასპარს რუმსმა დაამყარა გინესის მსოფლიო რეკორდი. მან ხელოვნურ ქარზე 1 წუთში გააკეთა 16 უკუ სალტო.