კატეგორია: გინესის რეკორდები

ყველაზე პატარა ავტომობილი. გინესის რეკორდი

მსოფლიოში ყველაზე პატარა მანქანის ზომაა: სიმაღლე – 63.5სმ, სიგანე – 124.47 სმ. იგი შექმნა ტეხასელმა (აშშ) ოსტინ კოულსონმა.

2013 წლის ტოპ 10 გინესის რეკორდი

2012 წლის გინესის რეკორდების საუკეთესო კრებული

ლუდის კასრის სროლა. გინესის რეკორდი

2012 წლის 12 მარტს უკრაინელმა ნინა გერიამ დაამყარა გინესის მსოფლიო რეკორდი. იგი არის პირველი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი მსოფლიოში რომელმაც შეძლო ლუდის კასრის 3,90 მეტრზე აგდება. რეკორდი დაამყარა იტალიაში. ნინა არის 22 წლის და მონაწილეობას ღებულობს სთრონგვუმენების შეჯიბრებებში.

თავზე გატეხილი ბეტონის ფილები ბოულინგის ბურთით. გინესის რეკორდი

2011 წლის 14 აპრილს ამერიკელმა ჯონ ფერარომ დაამყარა გინესის მსოფლიო რეკორდი. მისმა თავმა გაუძლო 45 ბეტონის ფილის გატეხვას ბოულინგის ბურთით.

ყველაზე პატარა ძაღლი. გინესის რეკორდი

ჩიხუახუას ჯიშის გრძელ თმიანი ძაღლი არის ყველაზე პატარ ძაღლი მსოფლიოში. მისი სიმაღლე 15,87 სანტიმეტრია. იგი ეკუთვნის ამერიკელ ანგელა ბრეინს. მას გინესის რეკორდისმენის ტიტული მიენიჭა 2012 წლის 8 სექტემბერს.

ყველაზე ბევრი უკუ სალტო ჰაერში. გინესის რეკორდი

2012 წლის 12 აპრილს ლატვიელმა კასპარს რუმსმა დაამყარა გინესის მსოფლიო რეკორდი. მან ხელოვნურ ქარზე 1 წუთში გააკეთა 16 უკუ სალტო.

ერთ წუთში 1,145 ცალი ბეტონის აგურის გატეხვა. გინესის რეკორდი

2010 წლის 4 მარტს რომში თურქმა ალი ბაჰტეპმა ერთ წუთში გატეხა 1,134 ცალი ბეტონის აგური და დაამყარა გინესის მსოფლიო რეკორდი. მოგვიანებით, ამავე წლის 17 ნოემბერს, მან გააუმჯობესა თავისივე რეკორდი და ერთ წუთში შეძლო 1,145 ცალი ბეტონის აგურის გატეხვა. ეს რეკორდი დაამყარა თურქეთში.

ადამიანების პირამიდა ლურსმნებზე. გინესის რეკორდი

2011 წლის 23 თებერვალი, ინდოეთი.

ყინულის ქვეშ გაცურვა. გინესის რეკორდი

2010 წლის 6 მარტს გერმანელმა სტიგ ავალ სევერინსენმა ყინულის ქვეშ სიღრმეში გაცურა 72 მეტრი და დაამყარა გინესის მსოფლიო რეკორდი.