კატეგორია: ახალი რეკორდები

მძლეოსნობა: უსეინ ბოლტის ოქროს ჰეთ-თრიქი

მოსკოვში კვირას დასრულებული მძლეოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი იამაიკელი სპრინტერის უსეინ ბოლტის ტრიუმფით დასრულდა: 26 წლის მძლეოსანმა იამაიკის ნაკრებთან ერთად 4X100 ესტაფეტა მოიგო, მსოფლიო ჩემპიონატებზე მერვე ოქროს მედალი მოიპოვა და ყველაზე ტიტულიანი ათლეტი შეიქნა.

მანამდე ბოლტმა თავის საყვარელ დისტანციებზე, 100 და 200 მეტრზე გაიმარჯვა. სპორტის დედოფლის ყველაზე თვალსასეირო სანახაობა – 100 მეტრი გარბენი წაიკითხეთ სრულად…

ირაკლი ბოლქვაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს რეკორდი დაამყარა

ბარსელონაში მიმდინარე საწყლოსნო სახეობათა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა მოცურავე ირაკლი ბოლქვაძემ საქართველოს ახალი რეკორდი დაამყარა. 200 მეტრზე კომპლექსური ცურვის შესარჩევ გაცურვაში ბოლქვაძემ დისტანცია 2:03.55 წუთში დაფარა და საქართველოს ახალი რეკორდი დააფიქსირა. ბრასით ცურვის დროს კი ქართველმა სპორტსმენმა 50-მეტრიანი დისტანცია 33.23 წამში დაფარა, რაც შესარჩევი ეტაპის 50 მონაწილეს შორის საუკეთესო შედეგი გამოდგა.

ები ვოშტონი

13 წლის ამერიკელ ები ვოშტონს ფაუერლიფტინგში დაამყარებული აქვს 28 აშშ-ს რეკორდი, მათ შორის 8 მსოფლიო რეკორდია.

ყველაზე სწრაფი დრიფტში

გერმანელმა ლარს ბერბრაკენმა დაამყარა გინესის რეკორდი ყველაზე სწრაფ დრიფტში, რომლის სიჩქარეა 179.59 კმ/სთ, რეკორდი დამყარდა 2012 წლის 19 ივნისს.

ყველაზე დიდი სკეიტბორდი

რობ დურდეკიმ და ჯო ციაგლიამ 2009 წლის თებერვალში შექმნეს ყველაზე დიდი სკეიტბორდი, რომელიც იყო 11,14 მ. სიგრძის, 2,63 მ. სიგანის და 1,10 მ. სიმაღლის.

პატარა მანქანაში 18 ადამიანი ჩაჯდა

2010 წლის 25 იანვარს ავსტრალიის ქალაქ სინეიში ეგრედწოდებულ SMART მანქანაში 18 ადამიანი ჩაჯდა, რითიც დაამყარეს მსოფლიო რეკორდი და ეს ფაქტი შეტანილი იქნა გინესის წიგნში.

გიორგი ბეროშვილის მსოფლიო რეკორდი. 2011წ.

ქართველი რეკორდსმენები

ყველაზე დიდი ხელის კუნთები

ეგვიპტელი მუსტაფა ისმაილოვი გინესის რეკორდსმენია, მას 31 ინჩი (78,7სმ) გარშემოწერილობის ხელის კუთი აქვს.

უმაღლესი წერტილიდან ყვინთვა

დანა კუნზემ 172 ფუტის სიმაღლიდან ჩაყვინთა და გინესის რეკორდი დაამყარა